საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2009 წლის 24 სექტემბერს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N38, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ორმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 3.67%, მაქსიმალური 3.76%, ხოლო საშუალო შეწონილი 3.73%–ით განისაზღვრა.