საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2009 წლის 8 ოქტომბერს, ეროვნული ბანკის 90-დღიან N40, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ერთმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 3.21%, მაქსიმალური 3.26%, ხოლო საშუალო შეწონილი 3.24%–ით განისაზღვრა.