საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2009 წლის 15 ოქტომბერს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N41, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ერთმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური, მაქსიმალური და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 3.17%–ით განისაზღვრა.