საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები

საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები

19 ნოემბერი, 2009

2009 წლის 19 ნოემბერს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N47, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 3.08%-ით, მაქსიმალური 3.27%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 3.22%–ით განისაზღვრა.

სხვა სიახლეები