საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2009 წლის 26 ნოემბერს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N48, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 3.17%-ით, მაქსიმალური 3.34%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 3.24%–ით განისაზღვრა.