საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2009 წლის 17 დეკემბერს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N51, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 3.00%-ით, მაქსიმალური 3.20%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 3.07%–ით განისაზღვრა.