საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2009 წლის 31 დეკემბერს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N53, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ორმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 2.90%-ით, მაქსიმალური 3.12%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 3.10%–ით განისაზღვრა.