საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2010 წლის 1 აპრილს, ეროვნული ბანკის 91–დღიან N13, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა სამმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 2.62%–ით, მაქსიმალური 3.42%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 2.96%–ით განისაზღვრა.