საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2010 წლის 8 აპრილს, ეროვნული ბანკის 91–დღიან N14, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ორმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 3.20%–ით, მაქსიმალური 4.82%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.17%–ით განისაზღვრა.