საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2010 წლის 6 მაისს, ეროვნული ბანკის 91–დღიან N18, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.00%–ით, მაქსიმალური 6.92%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.42%–ით განისაზღვრა.