საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2010 წლის 13 მაისს, ეროვნული ბანკის 91–დღიან N19, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა სამმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.00%–ით, მაქსიმალური 6.88%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.68%–ით განისაზღვრა.