საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2010 წლის 27 მაისს, ეროვნული ბანკის 91–დღიან N21, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 4 800 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა სამმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.32%–ით, მაქსიმალური 7.00%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.69%–ით განისაზღვრა.