საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2010 წლის 15 ივლისს, ეროვნული ბანკის 90–დღიან N28, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 11 500 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ორმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.25%–ით, მაქსიმალური 9.25%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.07%–ით განისაზღვრა.