საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2010 წლის 19 აგვისტოს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N33, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.00%-ით, მაქსიმალური 9.50%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.32%–ით განისაზღვრა.