საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2010 წლის 4 ნოემბერს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N44, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.50%-ით, მაქსიმალური 9.95%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.78%–ით განისაზღვრა.