საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2010 წლის 18 ნოემბერს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N46, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა რვა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.98%-ით, მაქსიმალური 9.82%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.54%–ით განისაზღვრა.