საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2011 წლის 2 თებერვალს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N5, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.53%-ით, მაქსიმალური 9.65%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.64%–ით განისაზღვრა.