საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2011 წლის 16 მარტს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N11, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.88%-ით, მაქსიმალური 9.15%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.08%–ით განისაზღვრა.