საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2011 წლის 6 აპრილს, ეროვნული ბანკის 182-დღიან N14, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.75%-ით, მაქსიმალური 8.85%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.83%–ით განისაზღვრა.