საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2011 წლის 27 აპრილს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N17, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.70%-ით, მაქსიმალური 8.75%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.75%–ით განისაზღვრა.