საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2011 წლის 11 მაისს, ეროვნული ბანკის 90-დღიან N19, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა რვა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.45%-ით, მაქსიმალური 8.75%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.54%–ით განისაზღვრა.