საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2011 წლის 25 მაისს, ეროვნული ბანკის 90-დღიან N21, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.50%-ით, მაქსიმალური 8.72%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.58%–ით განისაზღვრა.