საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2011 წლის 1 ივნისს, ეროვნული ბანკის 182-დღიან N22, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა სამმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.70%-ით, მაქსიმალური 8.82%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.81%–ით განისაზღვრა.