საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2011 წლის 29 ივნისს, ეროვნული ბანკის 182-დღიან N26, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.64%-ით, მაქსიმალური 8.82%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.75%–ით განისაზღვრა.