საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2011 წლის 6 ივლისს, ეროვნული ბანკის 84-დღიან N27, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.40%-ით, მაქსიმალური 8.65%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.48%–ით განისაზღვრა.