საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2011 წლის 20 ივლისს, ეროვნული ბანკის 84-დღიან N29, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ორმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.39%-ით, მაქსიმალური 8.58%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.50%–ით განისაზღვრა.