საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2011 წლის 31 აგვისტოს, ეროვნული ბანკის 84-დღიან N35, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა სამმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.55%–ით, მაქსიმალური 7.77%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.66%–ით განისაზღვრა.