საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2011 წლის 7 სექტემბერს, ეროვნული ბანკის 183-დღიან N36, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა სამმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.70%–ით, მაქსიმალური 7.87%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.86%–ით განისაზღვრა.