საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის შედეგები
2011 წლის 5 ოქტომბერს, ეროვნული ბანკის 182-დღიან N40, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა სამმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.29%–ით, მაქსიმალური 8.68%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.54%–ით განისაზღვრა.