საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრები ჰყავს
2009 წლის 1 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატებად კენჭი უყარა არჩილ მესტვირიშვილის, ლაშა ჯუღელისა და ოთარ ნადარაიას კანდიდატურებს. საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით საბჭოს ახალი წევრები პარლამენტმა 7 წლის ვადით აირჩია.