საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2009 წლის 8 აპრილს, ეროვნული ბანკის 8-დღიან N14, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 60 050 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხები გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ხუთ კომერციულ ბანკს. მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.10%-ით, მინიმალური 6.80%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.28%–ით განისაზღვრა.