საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2009 წლის 16 აპრილს, ეროვნული ბანკის 7–დღიან N15, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 43,050,000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხები გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ოთხ კომერციულ ბანკს. მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.90%–ით, მინიმალური 6.30%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.85%–ით განისაზღვრა.