საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2009 წლის 11 ივნისს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N24, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 13 200 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ერთ კომერციულ ბანკს. მაქსიმალური, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი და საშუალო შეწონილი 6.20%–ით განისაზღვრა.