საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2009 წლის 18 ივნისს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N25, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 13 150 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ერთ კომერციულ ბანკს. მაქსიმალური, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი და საშუალო შეწონილი 6.10%–ით განისაზღვრა.