საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2010 წლის 27 მაისს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N21 რეფინანსირების სესხების აუქციონზე 136 500 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ოთხ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.00%–ით, მაქსიმალური 5.10%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 5.02%–ით განისაზღვრა.