საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2010 წლის 15 ივლისს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N28 რეფინანსირების სესხების აუქციონზე 200 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ორ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.25%–ით, მაქსიმალური 6.37%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.25%–ით განისაზღვრა.