საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2010 წლის 22 ივლისს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N29, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 190 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა სამ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.50%-ით, მაქსიმალური 6.68%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.52%–ით განისაზღვრა.