საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2011 წლის 20 იანვარს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N3, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 160 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ოთხ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.60%, მაქსიმალური 7.80%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.60%–ით განისაზღვრა.