საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2011 წლის 24 თებერვალს, ეროვნული ბანკის 8-დღიან N8, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 127 800 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ცხრა კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.00%, მაქსიმალური 8.30%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.11%–ით განისაზღვრა.