საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2011 წლის 4 მარტს, ეროვნული ბანკის 6-დღიან N9, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 110 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა შვიდ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.00%, მაქსიმალური 8.31%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.17%–ით განისაზღვრა.