საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2011 წლის 19 მაისს, ეროვნული ბანკის 8-დღიან N20, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 180 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა რვა კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.00%, მაქსიმალური 8.22%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.14%–ით განისაზღვრა.