საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2011 წლის 23 ივნისს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N25, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 190 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა შვიდ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.00%, მაქსიმალური 8.31%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.15%–ით განისაზღვრა.