საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2011 წლის 30 ივნისს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N26, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 150 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ხუთ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.00%, მაქსიმალური 8.30%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.12%–ით განისაზღვრა.