საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2011 წლის 11 აგვისტოს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N32, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 31 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ხუთ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.77%, მაქსიმალური 7.85%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.80%–ით განისაზღვრა.