საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2011 წლის 1 სექტემბერს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N35, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 180 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ხუთ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.50%, მაქსიმალური 7.63%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.55%–ით განისაზღვრა.