საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2011 წლის 29 სექტემბერს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N39, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 315 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ხუთ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.50%, მაქსიმალური 7.62%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.55%–ით განისაზღვრა.