საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2011 წლის 20 ოქტომბერს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N42, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 320 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა შვიდ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.50%, მაქსიმალური 7.70%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.58%–ით განისაზღვრა.