საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2011 წლის 27 ოქტომბერს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N43, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 170 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა შვიდ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.25%, მაქსიმალური 7.40%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.28%–ით განისაზღვრა.