საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2012 წლის 12 აპრილს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N15, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 12 500 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა სამ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.51 პროცენტი, მაქსიმალური 6.52 პროცენტი, ხოლო საშუალო შეწონილი 6.52 პროცენტით განისაზღვრა.