საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2012 წლის 28 ივნისს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N26, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 200 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ხუთ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.75 პროცენტი, მაქსიმალური 5.82 პროცენტი, საშუალო შეწონილი 5.78 პროცენტით განისაზღვრა.